შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • შინაგან საქმეთა სამინისტრომ ახალციხეში ბინის და ავტომობილების გაქურდვის ფაქტები ...
02-09-2018

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ახალციხეში ბინის და ავტომობილების გაქურდვის ფაქტები გახსნა - დაკავებულია 1 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, 1973 წელს დაბადებული, წარსულში განზრახ მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებისთვის არაერთგზის ნასამართლევი პ.ჭ. ქურდობის ბრალდებით დააკავეს.

ჩადენილი დანაშაული 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული 20 აგვისტოს ახალციხეში, ივანე ახალციხელის ქუჩაზე, ერთ-ერთი მოქალაქის საცხოვრებელი ბინაში უკანონოდ შევიდა, ფული, მობილური ტელეფონი, ძვირადღირებული პარფიუმერია მოიპარა და მიიმალა. 25 აგვისტოს პ.ჭ.-მ, ასევე, ახალციხეში, იაძის ქუჩაზე, ადგილობრივი მკვიდრის კუთვნილი ავტომობილიდან ფული, 28 აგვისტოს კი - ქუჩაში გაჩერებული ერთ-ერთი ავტომანქანიდან სანადირო თოფი მოიპარა. ნაქურდალი სანადირო თოფი დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ნივთმტკიცების სახით იქნა ამოღებული.

პ.ჭ.-მ დაკავებისას პოლიციას წინააღმდეგობა გაუწია და სანადირო თოფიდან ჰაერში რამდენიმე გასროლა განახორციელა.

ახალციხის რაიონულმა სასამართლომ დაკავებულს აღკვეთის ღონისძიების სახით ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

გამოძიება საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით, ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.