შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • შინაგან საქმეთა სამინისტრომ კახეთში ხე-ტყის უკანონოდ გადამუშავების ფაქტი გამოავლ...
14-01-2018

შინაგან საქმეთა სამინისტრომ კახეთში ხე-ტყის უკანონოდ გადამუშავების ფაქტი გამოავლინა

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ხე-ტყის უკანონოდ გადამუშავების ფაქტზე 1969 წელს დაბადებული ი.ჩ. ამხილეს. ჩადენილი დანაშაული ჯარიმას ან სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამართალდამცველებმა ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ პიტნიანში, ი.ჩ.-ს კუთვნილი საამქროდან წიფლის ჯიშის ხის 5 მორი, 1,6 კუბური მეტრი დახერხილი ხის მასალა და 2,25 კუბური მეტრი დახერხილი ფიცარი ამოიღეს. ასევე, ამოღებულია სხვადასხვა სახის 5 სახერხი დაზგა.

გამოძიება ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 303-ე მუხლის პირველი ნაწილით.