შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება
14-06-2014

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ დარიალის სასაზღვრო გამტარი პუნქტი 14 ივნისიდან გაიხსნა და 24 საათიან რეჟიმში იმუშავებს.

დარიალის ხეობაში ჩამოწოლილი მეწყერის შედეგად ჩახერგილი გზის სარემონტო-გაწმენდითი სამუშაოების გაგრძელების გამო ავტომანქანების გაშვება ეტაპობრივად მოხდება.

დარიალის სასაზღვრო გამტარი პუნქტი სტიქიის შედეგად ხეობაში ჩამოწოლილი ნაშალი მიწის გაწმენდითი სამუშაოების გამო 17 მაისიდან არ ფუნქციონირებდა.