შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • შინაგან საქმეთა სამინისტრო შეუერთდა აქციას – „დედამიწის საათი“
23-03-2024

შინაგან საქმეთა სამინისტრო შეუერთდა აქციას – „დედამიწის საათი“

შინაგან საქმეთა სამინისტრო შეუერთდა გლობალურ გარემოსდაცვით აქციას – „დედამიწის საათი“ და ადმინისტრაციულ შენობებზე განათება გამორთო.

შინაგან საქმეთა სამინისტრო 20:30 საათიდან 21:30 საათამდე ელექტროენერგიის მოხმარებაზე უარის თქმით შეურთდა ყოველწლიურ კამპანიას, რომლის დროსაც მილიონობით ადამიანი ერთი საათის განმავლობაში ელექტროენერგიას არ იყენებს და ამით პლანეტის მწვანე და უსაფრთხო მომავლის მხარდაჭერას გამოხატავს.