შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს მინისტრ ალექსანდრე ჭიკაიძის ინიციატივით დაწყებულ საქველმოქმედო აქციას საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ოჯახების დასახმარებლად. შსს-ს დაცვის პოლიციის და საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის თანამშრომლები, საქველმოქმედო აქციის ფარგლებში, ონის რაიონის სოფლებს ესტუმრნენ და იქ მცხოვრები 90-მდე ოჯახი საკვები პროდუქტებით მოამარაგეს.
საქველმოქმედო აქცია დეკემბრის ბოლომდე გაგრძელდება და საქართველოს რამდენიმე მაღალმთიან რეგიონს მოიცავს. სამინისტრო სულ 500-მდე ოჯახს დაეხმარება. საქველმოქმედო აქცია საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ორგანიზებით ხორციელდება და მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები უკიდურესად გაჭირვებული ოჯახების საკვები პროდუქტებით მომარაგებას გულისხმობს.