შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • შინაგან საქმეთა სამინისტრომ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების პროგრამის კომპონენტებზ...
18-12-2015

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების პროგრამის კომპონენტებზე საინფორმაციო კვირეული დაიწყო - უკონტაქტო პატრულირება

  • უკონტაქტო პატრულირება არის საგზაო მოძრაობის რეგულირების ერთ-ერთი თანამედროვე საშუალება, რომლის დროსაც მძღოლის შეჩერების გარეშე ხდება დარღვევის დაფიქსირება და დაჯარიმება.
  • აპრობირებულია ბევრ ქვეყანაში და ემსახურება საგზაო მოძრაობის წესების დარღვევათა პრევენციას.
  • ფუნქციონირებს ვიდეოჯარიმების ანალოგიურად. GPS ვიდეორეგისტრატორებისა და სპეციალური პროგრამის საშუალებით ხდება დარღვევის, დროისა და ადგილის ზუსტი აღრიცხვა, რომლის საფუძველზეც პირს ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის ჯარიმა ეგზავნება.
  • GPS ვიდეორეგისტრატორებით სამოქალაქო ტიპის ავტომანქანები იქნება აღჭურვილი.
  • მოქალაქეს შესაძლებლობა ექნება სამართალდარღვევა გადაამოწმოს ან გაასაჩივროს.
  • უკონტაქტო პატრულირება იცავს მოძრაობის მონაწილეებს, მათ შორის, ქვეითებს, მაშინაც კი, როცა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები არ ჩანან.
  • უკონტაქტო პატრულირება მართვის მოწმობას ქულებს არ აკლებს.