ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა არასრულწლოვანთა დანაშაულის გამოძიების ხარისხის გაუმჯობესებისა და პრევენციის მიმართულებით, კერძოდ:
- არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხებზე გადამზადდა პოლიციის ასეულობით თანამშრომელი;
- არასრულწლოვანთა დანაშაულის გამოძიების ცალკეულ ასპექტებზე გამომძიებლებისთვის მომზადდა რეკომენდაციები;
- პოლიციის დანაყოფებში მოეწყო შესაბამისი სივრცეები არასრულწლოვანთა გამოკითხვის მიზნით;
- ჩატარდა არაერთი საინფორმაციო შეხვედრა სკოლის მოსწავლეებსა და რისკის ჯგუფის ბავშვებთან;
- სექსუალური ძალადობისგან ბავშვთა დაცვის მიზნით მომზადდა კანონპროექტი, რომელიც კანონის სახით უკვე ამოქმედდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო, შესაბამის უწყებებთან კოორდინაციით, აქტიურად გააგრძელებს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების მიმართულებით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებას, ბავშვებისათვის ძალადობისგან თავისუფალი და უსაფრთხო გარემოს შექმნის მიზნით.