შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • შინაგან საქმეთა მინისტრმა თბილისის მთავარი სამმართველოს განახლებული შენობა დაათვ...
01-12-2014

შინაგან საქმეთა მინისტრმა თბილისის მთავარი სამმართველოს განახლებული შენობა დაათვალიერა

შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე ქალაქ თბილისის მთავარ სამმართველოს ეწვია. მინისტრმა განახლებული შენობა დაათვალიერა და სამმართველოს თანამშრომლებს გაესაუბრა. თბილისის მთავარი სამმართველოს შენობაში სამ სართულზე განთავსებული სხვადასხვა დანაყოფების სამუშაო ოთახები გარემონტდა, ახალი ინვენტარითა და ტექნიკით აღიჭურვა.

მინისტრმა, ასევე, სამმართველოს ეზოში მდებარე, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპულ პოლიციელთა განახლებული მემორიალი დაათვალიერა.