შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური, მთავრობის ხელმძღვანელ გიორგი გახარიასთან ერთად, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112"-ში და მთავრობის ერთიანი ცხელი ხაზის - 144-ის ცენტრში იმყოფებოდა და სამუშაო პროცესს გაეცნო. შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, "112"-ის და "144"-ის ცენტრები გამართულად მუშაობს და ამ ეტაპზე გადატვირთულობის პრობლემა არ არსებობს.
„დატვირთვის ნამდვილად არ გვეშინია, აქ შემთხვევით რაიმე პრობლემა რომ იყოს, სხვადასხვა ლოკაცია გვაქვს მოწყობილი. აქ რეკომენდაციები დაცულია, სიცხესაც ზომავენ და დამცავი საშუალებებიც არის. თუმცა მაინც, რომ მოხდეს რაიმე, კერა რომ აღმოჩნდეს, გვაქვს დამატებითი ლოკაცია გამზადებული, სადაც შეგვიძლია ავტომატურად გადავიდეთ და იქიდან განვაგრძოთ მუშაობა, იმის პრობლემა, რომ რაღაც მოხდეს, დავიტვირთოთ და ვერ აუვიდეთ, არ გვაქვს", – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა.