შინაგან საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ ლეიკემიით დაავადებული ბავშვები მოინახულა და დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა.
მინისტრმა 4 წლის გიორგი სანკაშვილს და 7 წლის ლუკა ბოკერაშვილს საახალწლო სურვილები აუსრულა. ბავშვებმა საახალწლოდ დაწერილ წერილში თოვლის ბაბუას პატრულის ფორმა და მანქანები სთხოვეს. მინისტრმა გიორგის და ლუკას სპეციალურად მათთვის შეკერილი პატრულ-ინსპექტორის ფორმა და მანქანები გადასცა.
ალექსანდრე ჭიკაიძე იაშვილის კლინიკაში 17 წლის გიორგი კიკნაძესაც შეხვდა, რომელსაც ვრცელ საახალწლო წერილში ეწერა სურვილი – პირადად შეხვედროდა შინაგან საქმეთა მინისტრს.
მინისტრმა ბავშვებს გამოჯანმრთელება უსურვა და აღნიშნა, რომ შს სამინისტროს თანამშრომლები სისხლის ჩაბარების აქციაში მონაწილეობის მიღებას კვლავ აქტიურად გააგრძელებენ.
პატრულ-ინსპექტორები ბოლო 10 თვის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ყოველ კვირას, სხვადასხვა რეგიონში, ლეიკემიით დავადებული ბავშვებისთვის აბარებენ სისხლს. აქციაში „გაიღე სისხლი – გადაარჩინე სიცოცხლე" კრიმინალური და სამხარეო პოლიციის თანამშრომლები პერმანენტულად იღებენ მონაწილეობას.