შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე დარიალის ხეობაში იმყოფება. მინისტრმა სტიქიის ზონაში მიმდინარე სამუშაოები პირადად დაათვალიერა. ამ დროისთვის შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის თანამშრომლები მეწყერის შედეგად დაკარგული 4 პიროვნების საპოვნელად საძიებო-სამაშველო სამუშაოებს აგრძელებენ. ასევე ინტენსიურად მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები.
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის წარმომადგენლების მიერ დღემდე ჩატარებული გაწმენდითი და საძიებო-სამაშველო სამუშაოების შედეგად დარიალჰესის გვირაბში ნაპოვნია 1 სატვირთო ავტომანქანა და 1 ტრაქტორი, საავტომობილო გზის გაწმენდის შედეგად – 5, ხოლო ნაშალი მიწის მასიდან ამოტანილია 2 სატვირთო ავტომანქანა.
საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის წარმომადგენლები 24 საათიან რეჟიმში აგრძელებენ მუშაობას.