შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • შინაგან საქმეთა მინისტრმა 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო
09-04-2022

შინაგან საქმეთა მინისტრმა 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო

შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან და მთავრობის წევრებთან ერთად, რუსთაველის გამზირზე, 9 აპრილის მემორიალთან მივიდა.
ვახტანგ გომელაურმა მემორიალი ყვავილებით შეამკო და 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.
9 აპრილის ტრაგედიიდან 33 წელი გავიდა.