შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე გენერალ-მაიორი ვახტანგ გომელაური, სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის ადმინისტრაციის, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის და შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელ პირებთან ერთად, ოკუპაციის ხაზის მიმდებარე სოფლებში, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის საგუშაგოებს ესტუმრა და გაეცნო არსებულ ვითარებას, პირადი შემადგენლობის საყოფაცხოვრებო და სამუშაო პირობებს, გაესაუბრა პირად შემადგენლობას.
შინაგან საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილებით, სპეციალური და საგანგებო ღონისძოებების ცენტრის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის საგუშაგოებზე მიმდინარეობს საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება, რაც გამოიხატება ახალი „სენდვიჩის“ ტიპის შენობების განთავსებით.