შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ სამინისტროს გამარჯვებულ სპორტსმენ თანამშრომე...
09-09-2021

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ სამინისტროს გამარჯვებულ სპორტსმენ თანამშრომელს სამახსოვრო საჩუქრები გადასცა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე დარახველიძე საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის თანამშრომელს, ვეტერან მოცურავე გიორგი ბერძენიშვილს შეხვდა, რომელმაც სერბეთში, ქალაქ ბელგრადში გამართულ ცურვის საერთაშორისო ტურნირზე (Serbian Masters Open 2021) ორი ოქროს მედალი მოიპოვა.
მინისტრის მოადგილემ გამარჯვებულ სპორტსმენს წარმატება მიულოცა, ტურნირის დროს მიღწეულ შედეგებსა და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა, შეხვედრის დასასრულს კი სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის თანამშრომელი გიორგი ბერძენიშვილი არაერთი საერთაშორისო ტურნირის მონაწილე და გამარჯვებულია.