შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ, ჯორჯ მარშალის სახელობის უსაფრთხოების სწავლების ევროპული ცენტრის 30-ე იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ მისასალმებელ სიტყვაში ყურადღება გაამახვილა მარშალის ცენტრის პროგრამების მნიშვნელობაზე. ალექსანდრე დარახველიძემ აღნიშნა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო მიესალმება და მხარს უჭერს თავისი თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლებას უსაფრთხოების საკითხებზე.
ალექსანდრე დარახველიძემ აგრეთვე მიმოიხილა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესში მიღწეული პროგრესი და ამ მიმართულებით შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გატარებული რეფორმები,ასევე, ახალი ინიციატივები.
სიტყვით გამოსვლის დასასრულს, მინისტრის მოადგილემ კიდევ ერთხელ გამოხატა მადლიერება საერთაშორისო პარტნიორების მიმართ და სამომავლო ნაყოფიერი თანამშრომლობის იმედი გამოთქვა.
ცენტრის 30-ე იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ლაშა დარსალია, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი რობინ დანიგანი და საქართველოში გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის ელჩი პეტერ ფიშერი.