შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე იოსებ ჭელიძემ პარლამენტის დეპუტატებს სამინისტ...
28-10-2019

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე იოსებ ჭელიძემ პარლამენტის დეპუტატებს სამინისტროს მიერ ოკუპაციის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯების გააცნო

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე იოსებ ჭელიძე საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის, თავდაცვისა და უშიშროების და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების ერთობლივ სხდომას დაესწრო.
შეხვედრაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილემ, ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით მოხსენება წარადგინა.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, იოსებ ჭელიძემ დეპუტატებს ინფორმაცია მიაწოდა საოკუპაციო ხაზის გასწვრივ არსებულ მდგომარეობაზე, სამინისტროს მიერ განხორციელებულ პრევენციულ ღონისძიებებსა და ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებზე.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ დეპუტატების შეკითხვებსაც უპასუხა და სამინისტროს მიერ ოკუპაციის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯების შესახებ ისაუბრა.