შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ნინო ცაციაშვილი ევროპის საბჭოს მიერ დაფინანსებული პროექტის - „დისკრიმინაციის, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულისა და სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოში" - მმართველი კომიტეტის მეხუთე შეხვედრას დაესწრო და სამინისტროს მიერ საანგარიშო პერიოდში გაწეულ საქმიანობასთან დაკავშირებით მოხსენება წარადგინა.
შეხვედრის მონაწილეებმა შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სხვა პარტნიორი უწყებების მიერ გასული 6 თვის განმავლობაში პროექტის მხარდაჭერით განხორციელებული აქტივობები და მომდევნო საანგარიშო პერიოდისთვის დაგეგმილი ღონისძიებები განიხილეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო განაგრძობს პროექტთან მჭიდრო თანამშრომლობას დისკრიმინაციასა და სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებთან დაკავშირებით თანამშრომელთა კვალიფიკაციის, საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებისა და სხვა მნიშვნელოვანი მიმართულებებით.