ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა უილიამ ლაჰიუმ და შს მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძემ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმის საბოლოო დეტალები განიხილეს.
ფუნქციების გამიჯვნა, ანგარიშვალდებულების მექანიზმები, ანტიტერორისტული და ანალიტიკური ფუნქციების შემდგომი გაძლიერება და მხარდაჭერა, ასევე სხვა მიმართულებები იყო განხილვის საგანი ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის წარმომადგენლებთან შეხვედრისას, რომელსაც შსს-ს მხრიდან რეფორმებისა და განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი ირაკლი ბერაია, იურიდიული სამმართველოს ხელმძღვანელი ზვიად ოქროპირიძე და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის წარმომადგენელი ნინო გახარია ესწრებოდნენ.
მინისტრის მოადგილემ მადლობა გადაუხადა სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს მხარდაჭერისთვის და ხაზი გაუსვა ნატო-სთან მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობას.