შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ 13 ივნისს გარდაცვლილი მეხანძრე-მაშველის მემო...
13-06-2020

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ 13 ივნისს გარდაცვლილი მეხანძრე-მაშველის მემორიალი ყვავილებით შეამკო

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე იოსებ ჭელიძე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი და უფროსის მოადგილე ლევან ღირსიაშვილი 2015 წლის 13 ივნისს გარდაცვლილი მეხანძრე-მაშველის ზურაბ მუზაშვილის მშობლიურ

სოფელ აღაიანში მეხანძრე-მაშველებთან ერთად ჩავიდნენ. სამსახურის წარმომადგენლებმა გმირი მეხანძრე-მაშველის ოჯახი მოინახულეს და სოფელში არსებული მემორიალი ყვავილებით შეამკეს.

ზურაბ მუზაშვილი 13 ივნისის მოვლენების დროს სტიქიის ეპიცენტრში მუშაობდა. მან ვერეს ხეობაში 6 ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეძლო, თვითონ კი წყლიდან გამოსვლა ვეღარ მოახერხა.