შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური ირანის ელჩს შეხვდა
25-03-2021

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური ირანის ელჩს შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა, გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან - აქბარ ყასემი ალიაბადთან.
შინაგან საქმეთა მინისტრმა ელჩს საქართველოში დიპლომატიური მისიის დაწყება მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.
შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა სამართალდაცვით სფეროში ორ ქვეყანას შორის ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები და არსებული ურთიერთობების სამომავლო გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს.