შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური შიდა ქართლში ჩავიდა და საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ საგუშაგოებს მოინახულებს.
მოგვიანებით ვახტანგ გომელაური შიდა ქართლში, გორის შესასვლელში მოწყობილ საკონტროლო გამშვებ პუნქტთან მივა და საგუშაგოებზე არსებულ სიტუაციას გაეცნობა.