შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • შინაგან საქმეთა მინისტრი თურქეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
02-04-2021

შინაგან საქმეთა მინისტრი თურქეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა, შეხვედრა გამართა საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ფატმა ჯერენ იაზგანთან.
მხარეებმა ისაუბრეს ორი ქვეყნის სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობის შესახებ, განიხილეს რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებული გამოწვევები, კერძოდ, ყურადღება გამახვილდა სამართალდაცვით, ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლისა და საზღვრისპირა სფეროებში თანამშრომლობის ინტენსიურ გაგრძელებაზე.
შეხვედრის დასასრულს, ვახტანგ გომელაურმა მხარეთა შორის შეხვედრების გამართვის დინამიურობის აუცილებლობასა და უსაფრთხოების სფეროში ერთობლივი კომისიის საქმიანობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.