შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული უშიშროების სამსახურის სასაზღვრო ჯარების სარდალს, პოლკოვნიკ არმან მარალჩიანს უმასპინძლა.
შეხვედრას შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსი, გენერალ-მაიორი ნიკოლოზ შარაძე ესწრებოდა.
ვიზიტის მიზანია საქართველო-სომხეთის სახელმწიფო საზღვართან დაკავშირებული საკითხების განხილვა და ორმხრივი თანამშრომლობის განვითარება.
შეხვედრაზე მხარეებმა სასაზღვრო სფეროში ურთიერთობის გაღრმავების საკითხებზე ისაუბრეს.