შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • შინაგან საქმეთა მინისტრი შვეიცარიის ელჩს შეხვდა
28-04-2015

შინაგან საქმეთა მინისტრი შვეიცარიის ელჩს შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური შვეიცარიის ელჩ გიუნტერ ბეხლერს შეხვდა. საუბარი ელჩის მიერ საქართველოში არსებულ ბიზნესგარემოსთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს შეეხო. გუშინ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, გიუნტერ ბეხლერთან შეხვედრის შემდეგ, შინაგან საქმეთა მინისტრს ელჩთან შეხვედრა, საკითხის შესწავლა და დანაშაულის გამოკვეთის შემთხვევაში, კანონის შესაბამისი ზომების გატარება დაავალა.