შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • შინაგან საქმეთა მინისტრი საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს...
06-02-2015

შინაგან საქმეთა მინისტრი საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელ იანოშ ჰერმანს შეხვდა. შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო.

მხარეებმა საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებული თანამშრომლობის ფორმატები, მათ შორის, ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის მეორე ფაზის შესრულების პროცესთან დაკავშირებული აქტუალური საკითხები განიხილეს.

ვახტანგ გომელაურმა და იანოშ ჰერმანმა ასევე ისაუბრეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე მნიშვნელოვანი რეფორმებისა და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ.