შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • შინაგან საქმეთა მინისტრი საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს...
20-11-2014

შინაგან საქმეთა მინისტრი საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს იანოშ ჰერმანს შეხვდა.
შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო. მხარეებმა საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებული თანამშრომლობის ფორმატები განიხილეს, მათ შორის ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის მეორე ფაზის შესრულების პროცესთან დაკავშირებული აქტუალური საკითხები. მხარეებმა ასევე ისაუბრეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე მნიშვნელოვანი რეფორმებისა და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ.