შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • შინაგან საქმეთა მინისტრი საქართველოში აშშ-ს ელჩს შეხვდა
10-10-2014

შინაგან საქმეთა მინისტრი საქართველოში აშშ-ს ელჩს შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩ რიჩარდ ნორლანდს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა შინაგან საქმეთა სამინისტროში ბოლო დროს განხორციელებული რეფორმები და აშშ-ს საელჩოს მიერ დაფინანსებული პროექტების მსვლელობა განიხილეს. საუბარი ასევე შეეხო ურთიერთთანამშრომლობის სამომავლო გეგმებს.