შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • შინაგან საქმეთა მინისტრმა საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის თანამშრომლები დ...
20-01-2014

შინაგან საქმეთა მინისტრმა საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის თანამშრომლები დააჯილდოვა

დღეს შინაგან საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის თანამშრომლები დააჯილდოვა. მინისტრმა დეპარტამენტის იმ თანამშრომლებს, რომლებიც შს სამინისტროში ათი და მეტი წლის განმავლობაში მუშაობენ, სამკერდე ნიშანი – „უმწიკვლო სამსახურისთვის“ გადასცა. ამავე დეპარტამენტის რამდენიმე თანამშრომელმა მინისტრისგან მიიღო მედალიონი „განსაკუთრებული დამსახურებისთვის“.