შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე პოლონეთის რესპუბლიკის ელჩ ანდრჟეი ჩიეშკოვსკის შეხვდა. მხარეებმა ურთიერთთანამშრომლობის საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს. საუბარი ასევე შეეხო ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებულ მდგომარეობას.