შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • შინაგან საქმეთა მინისტრი ოფიციალური ვიზიტით დიდ ბრიტანეთში გაემგზავრა
22-01-2014

შინაგან საქმეთა მინისტრი ოფიციალური ვიზიტით დიდ ბრიტანეთში გაემგზავრა

შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე ოფიციალური ვიზიტით დიდ ბრიტანეთს ეწვია. ვიზიტის ფარგლებში, მინისტრი შეხვდება ბრიტანეთის შინაგან საქმეთა ოფისის ხელმძღვანელებს, აგრეთვე, გაცნობითი ხასიათის შეხვედრას გამართავს ლონდონის საქალაქო პოლიციის სამსახურის შტაბ-ბინა Scotland Yard-ში. ასევე დაგეგმილია მინისტრის შეხვედრა დანაშაულთან ბრძოლის ეროვნული სააგენტოს დირექტორთან ორგანიზაციის ცენტრალურ ოფისში, სადაც ხელი მოეწერება ურთიერთთანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს. შინაგან საქმეთა მინისტრის ვიზიტი 24 იანვარს დასრულდება.