შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელ უილიამ ლაჰიუს შეხვდა. შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში საქართველოს მიერ ბოლო პერიოდში მიღწეულ პროგრესსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. შინაგან საქმეთა მინისტრმა მადლობა გადაუხადა სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს თანადგომისთვის და ხაზი გაუსვა ნატო-სთან თანამშრომლობის არეალის გაფართოების აუცილებლობას.