შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან და მთავრობის წევრებთან ერთად, იუნკერების ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო. ხელისუფლების წარმომადგენლებმა იუნკერთა საფლავი გვირგვინით შეამკეს და გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს. პარლამენტის ხარების სახელობის სამლოცველოში იუნკერთა სულების მოსახსენებელი პარაკლისი აღევლინა.