საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ვიზიტით გერმანიის ფედერალური კრიმინალური სამსახურის დელეგაცია ეწვია.
ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე გერმანიის ფედერალური კრიმინალური სამსახურის პრეზიდენტ იორგ ცირკეს შეხვდა. შეხვედრაზე იორგ ცირკემ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურებთან მჭიდრო თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა, განსაკუთებით, ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის, კრიმინალისტიკისა და თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლების სფეროებში.
დღესვე სტუმრებმა გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრი „112“-ი დაათვალიერეს და ცენტრის მუშაობას გაეცნენ. ასევე დაგეგმილია შსს-ს აკადამიის და ძველი თბილისის სამმართველოს მონახულება.
გერმანიის ფედერალური კრიმინალური სამსახურის დელეგაციის ვიზიტი 26 აპრილს დასრულდება.