შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • შინაგან საქმეთა მინისტრი გაეროს წარმომადგენელს შეხვდა
01-04-2014

შინაგან საქმეთა მინისტრი გაეროს წარმომადგენელს შეხვდა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ შეხვედრა გამართა გაეროს ლტოლვილთა საკითხებში უმაღლესი კომისრის წარმომადგენელ სიმონე ვოლკენთან. შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო. მხარეებმა განიხილეს ურთიერთთანამშრომლობის პერსპექტივები და პროექტები, რომლებსაც გაერო და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ერთობლივად ახორციელებენ.