შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • შინაგან საქმეთა მინისტრი დარიალის ხეობაში იმყოფება
30-08-2014

შინაგან საქმეთა მინისტრი დარიალის ხეობაში იმყოფება

შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე დარიალის ხეობაში იმყოფება. უამინდობის და უხვი ნალექის გამო დროებით შეჩერებული იყო დარიალის სასაზღვრო გამტარი პუნქტის გახსნა. ჩატარდა გზის გაწმენდითი სამუშაოები.

ალექსანდრე ჭიკაიძის განცხადებით: „იყო დიდი ნალექიანობა, რამაც გამოიწვია ხელახლა ახალი ღვარცოფის მოვარდნა. ამ ეტაპისთვის გარკვეული ნაწილი და პრობლემა აღმოფხვრილია. მიმდინარეობს მუშაობა, სავარაუდოდ ძალიან ახლო მომავალში აღმოფხვრილი იქნება ყველა ეს პრობლემა და საბაჟო გამშვები პუნქტი გააგრძელებს ჩვეულებრივ მუშაობას. მყინვარწვერის მიმდებარე ტერიტორიებზე განლაგებულნი არიან ჩვენი თანამშრომლები და შესაბამისი ინფრასტრუქტურა, რაც გვამცნობს საფრთხეს. გამეორების შემთხვევაში ჩვენ მოვახდენთ მყისიერ რეაგირებას“.