შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან და მთავრობის წევრებთან ერთად, ბაბუშერას აეროპორტში თვითმფრინავის აფეთქებისას დაღუპული ოთხი ქართველი მებრძოლის დაკრძალვას დაესწრო. ვასიკო და ნუკრი წიკლაურები, თემურ და ზურაბ ზალდასტანიშვილები დიღმის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს.
ბაბუშერას აეროპორტში აფეთქება 1993 წლის 22 სექტემბერს მოხდა. ბაბუშერას სასაფლაოზე ძმათა სამარხის ექსჰუმაცია 2014 წლის გაზაფხულზე, არგენტინელი ექსპერტ-ანთროპოლოგის მონაწილეობით განხორციელდა. იდენტიფიცირების მიზნით, ნეშტები გადმოასვენეს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში. დნმ პროფილები და დაღუპულთა ოჯახების ბიოლოგიური მასალები იდენტიფიცირებისთვის ზაგრების ლაბორატორიაში იყო გადაგზავნილი. 2014 წლის 4 დეკემბერს წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა დევნილთა და განსახლების სამინისტროს ოთხი ნეშტის იდენტიფიკაციის შესახებ ექსპერტიზის დასკვნა წარუდგინა.