შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • შინაგან საქმეთა მინისტრი აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელს შეხვდა
14-08-2015

შინაგან საქმეთა მინისტრი აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელს შეხვდა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელ ნიკოლას ბერლინერს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა აშშ-ს მთავრობასა და საქართველოს შს სამინისტროს შორის თანამშრომლობის შედეგები შეაჯამეს, საზღვრის მართვის, ნარკოტიკული დანაშაულისა და ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში განხორციელებული პროექტები განიხილეს. მინისტრმა ასევე ისაუბრა სამინისტროს წინაშე არსებული გამოწვევებისა და საჭიროებების შესახებ.

გიორგი მღებრიშვილმა და ნიკოლას ბერლინერმა ასევე განიხილეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე მნიშვნელოვანი რეფორმებისა და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ისაუბრეს.