შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • შინაგან საქმეთა მინისტრი არაბთა გაერთიანებული საემიროების ელჩს შეხვდა
11-10-2019

შინაგან საქმეთა მინისტრი არაბთა გაერთიანებული საემიროების ელჩს შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა შეხვედრა გამართა საქართველოში არაბთა გაერთიანებული საემიროების ელჩთან - ესა აბდულა ალ ბაშა ალ ნოაიმისთან.

შეხვედრაზე მხარეებმა საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის მიმართულებით ორი ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროების თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

ვახტანგ გომელაურმა და ელჩმა ასევე განიხილეს საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საემიროებს შორის საპოლიციო სფეროში თანამშრომლობის მემორანდუმის ხელმოწერისა და სამართალდაცვითი მიმართულებით გამოცდილების ორმხრივი გაზიარების შესაძლებლობა.