შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე ახალ წელს ზუგდიდის რაიონის სოფელ დარჩელში განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის მე-2 სამმართველოს თანამშრომლებთან ერთად შეხვდა.
მინისტრი განმუხურში, ანაკლიაში, შამგონასა და რუხში განლაგებულ საგუშაგოებს ეწვია და იქ მომსახურე თანამშრომლებს 2014 წლის დადგომა მიულოცა.
ალექსანდრე ჭიკაიძემ ზუგდიდში სამეგრელოს სამხარეო მთავარი სამმართველოც მოინახულა და თანაშრომლებს გასული წლის მიღწევებსა და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა.