შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერებს ვიქტორ დოლიძესა და ირაკლი ჩიქოვანს შეხვდა და ალექსი პეტრიაშვილზე განხორციელებული თავდასხმის შესახებ ესაუბრა.
როგორც შს მინისტრმა შეხვედრაზე აღნიშნა, მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები, მაქსიმალური რესურსია მიმართული სავარაუდო დამნაშავეების დაკავებისა და საქმის გონივრულ ვადებში გახსნის მიზნით.
გიორგი მღებრიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ პირველ რიგში მისი ინტერესია, აღნიშნულ საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტება, რაც შეიძლება, სწრაფად დადგინდეს.
შს მინისტრის თქმით, დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები და იმ შემთხვევაში, თუ რიგი გარემოებები გამოიკვეთა, გამორიცხული არ არის, საქმის გადაკვალიფიცრება მოხდეს.