შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი 112-ს თურქეთის რესპუბლიკის პარლამენტი...
22-04-2024

საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი 112-ს თურქეთის რესპუბლიკის პარლამენტის ეროვნული თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ესტუმრა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი 112-ის დირექტორმა - გიორგი არსოშვილმა, მოადგილეებთან ერთად, საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ თურქეთის რესპუბლიკის პარლამენტის ეროვნული თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს - ჰულუსი აქარის უმასპინძლა.
საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი 112-ის დირექტორი, გიორგი არსოშვილი დელეგაციის წევრებს ცენტრის საქმიანობის ძირითადი მიმართულებების შესახებ ესაუბრა.
დელეგაციის წევრები ადგილზე გაეცნენ გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის, ასევე, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის მოქმედი ვიდეომეთვალყურეობის სისტემისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლის მიზნით დანერგილ ელექტრონული მონიტორინგის სისტემას.