შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ...
24-02-2017

საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასა და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს შორის სამუშაო ვიზიტი განხორციელდა

შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორი მინდია ლორთქიფანიძე სამინისტროსა და დეპარტამენტის სხვა წარმომადგენლებთან ერთად საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) მიერ ქ. ქუთაისში ორგანიზებულ სამუშაო შეხვედრას დაესწრო.

აღნიშნულ შეხვედრაზე როგორც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლების მხრიდან, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ განხილულ იქნა მიმდინარე სიტუაცია და ურთიერთანამშრომლობის სამომავლო გეგმები.