შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • საქართველოს შს მინისტრი აზერბაიჯანის საგანგებო სიტუაციების მინისტრს შეხვდა
27-11-2015

საქართველოს შს მინისტრი აზერბაიჯანის საგანგებო სიტუაციების მინისტრს შეხვდა

ბაქოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი საქართველოს შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი აზერბაიჯანის საგანგებო სიტუაციების მინისტრ ქემალედინ ჰეიდაროვს შეხვდა.

გიორგი მღებრიშვილმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ ქართული მხარე დიდ მნიშვნელობას ანიჭებს აზერბაიჯანთან მჭიდრო თანამშრომლობას სამოქალაქო თავდაცვის და საგანგებო სიტუაციების მართვის სფეროში. შს მინისტრმა აზერბაიჯანის საგანგებო სიტუაციების მინისტრს საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განხორციელებული რეფორმები და სიახლეები გააცნო. გიორგი მღებრიშვილმა ქემალედინ ჰეიდაროვს საგანგებო სიტუაციების სფეროს განვითარების მიზნით, ორი ქვეყნის აკადემიებს შორის მემორანდუმის გაფორმება შესთავაზა.

აზერბაიჯანის საგანგებო სიტუაციების მინისტრმა კმაყოფილება გამოთქვა საქართველოს შს სამინისტროსთან არსებულ ნაყოფიერ თანამშრობლობასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ საგანგებო სიტუაციების დროს რეაგირება, გამოცდილების ურთიერთგაზიარების შედეგად, ბევრად ეფექტური გახდება.

შეხვედრაზე მინისტრებმა თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს და სამომავლო გეგმებზეც ისაუბრეს.