შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და ამერიკის შეერთებული შტატების გამოძიებ...
28-07-2015

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და ამერიკის შეერთებული შტატების გამოძიების ფედერალურ ბიუროს შორის სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიების სფეროში ახალი შეთანხმება გაფორმდა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძემ და აშშ-ს გამოძიების ფედერალური ბიუროს სამართლებრივმა ატაშე კესლინ კანინგმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ამერიკის შეერთებული შტატების გამოძიების ფედერალურ ბიუროს შორის სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიების სფეროში ახალ შეთანხმებას მოაწერეს ხელი.

მემორანდუმი სისხლისსამართლებრივი მართლმსაჯულების მიზნების მისაღწევად მხარეთა შორის აქტიურ თანამშრომლობას ითვალისწინებს, რაც მოიცავს ბრალდებულისა და დამნაშავეების გამოვლენას, დაქტილოსკოპიური საიდენტიფიკაციო მონაცემების გაცვლას, დაკავებას, დაპატიმრებას, გათავისუფლებას საქმის სასამართლოში განხილვამდე, სისხლისსამართლებრივ დევნას, განაჩენის გამოტანას, ზედამხედველობას და რეაბილიტაციას, ასევე ტერორიზმის წინაღმდეგ ბრძოლას, დანაშაულის პრევენციას და ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მიზნით თანამშრომლობას.