შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, უზბეკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს სა...
17-07-2023

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, უზბეკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ ”112”-ში უმასპინძლა

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი უზბეკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი - აბდულა არიპოვი, დელეგაციასთან ერთად საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ ”112”-ს ეწვია.
ადგილზე სტუმრებს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა, მინისტრის მოადგილემ, გიორგი ბუთხუზმა და „112“-ის ხელმძღვანელმა პირებმა უმასპინძლეს.
დელეგაციის წევრებს დეტალური ინფორმაცია მიეწოდათ ცენტრის მუშაობის ძირითადი მიმართულებების შესახებ, მათ შორის, გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის, ასევე, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით მოქმედი ვიდეო-მეთვალყურეობის სისტემებისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლის მიზნით დანერგილი ელექტრონული მონიტორინგის სისტემის შესახებ.
ვიზიტის დასასრულს, დელეგაციის ხელმძღვანელმა ვახტანგ გომელაურს მადლობა გადაუხადა მასპინძლობისთვის.