„სინანულს და მწუხარებას გამოვთქვამთ იტალიაში მომხდარი მასშტაბური მიწისძვრის გამო, რომელმაც 60 ადამიანზე მეტის სიცოცხლე შეიწირა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ქართველი ხალხის სახელით, ღრმა მწუხარებას გამოვხატავთ და თანავუგრძნობთ იტალიის მოსახლეობას, გარდაცვლილთა და დაზარალებულთა ოჯახებს. გისურვებთ გამძლეობასა და მორალურ მხნეობას. ჩვენ მხარდაჭერას გიცხადებთ და მზად ვართ, ნებისმიერი სახის დახმარება გაგიწიოთ“, - ნათქვამია შს მინისტრის წერილში.