შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გეკა გელაძემ სომეხ კოლეგასთან შეხვედრა გამ...
23-06-2025

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გეკა გელაძემ სომეხ კოლეგასთან შეხვედრა გამართა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გეკა გელაძე ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკაში იმყოფება. მინისტრმა სამუშაო შეხვედრა გამართა სომეხ კოლეგასთან, არპინე სარგსიანთან.
შეხვედრის ფარგლებში, საუბარი შეეხო სამხრეთ კავკასიის რეგიონის სტაბილური განვითარებისთვის მშვიდობისა და თანამშრომლობის აუცილებლობას.
მხარეებმა ორი ქვეყნის სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებული მჭიდრო და ეფექტიანი საპოლიციო პარტნიორობის საკითხები განიხილეს.
გეკა გელაძემ და არპინე სარგსიანმა დარგობრივ რეფორმებზე, მიმდინარე პროექტებზე, საპოლიციო თანამშრომლობის ფარგლებში ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება.
მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქართული მხარე ყოველთვის მზად არის სომხურ მხარესთან სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებისთვის.
სომხეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, გეკა გელაძემ ასევე მოინახულა სომხეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის პოლკი.
სომხეთის რესპუბლიკაში შინაგან საქმეთა მინისტრთან ერთად იმყოფებიან შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი დავით კიკნაძე და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ლევან მაისურაძე.