შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა და ბელარუსის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მ...
23-04-2015

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა და ბელარუსის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრმა სამ საერთაშორისო სამართლებრივ დოკუმენტს ხელი მოაწერეს

ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა და ბელარუსის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრმა იგორ შუნევიჩმა ხელი მოაწერეს სამ საერთაშორისო სამართლებრივ დოკუმენტს: დანაშაულთან ბრძოლის სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას, რეადმისიის შესახებ შეთანხმებასა და მის საიმპლემენტაციო ოქმს.
ვიზიტის ფარგლებში, გუშინ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ბელარუს კოლეგასთან ოფიციალური შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.