საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ შვედეთის ელჩ მარტინა ქვიქთან გაცნობითი შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე მხარეებმა არსებული წარმატებული თანამშრომლობა აღნიშნეს და საქართველოს ევროინტეგრაციის პერსპექტივები, ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს. შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე მნიშვნელოვანი რეფორმებისა და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ.
მხარეებმა ასევე იმედი გამოთქვეს შვედეთისა და საქართველოს სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერების შესახებ.