შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი ოფიციალური ვიზიტით ამერი...
05-12-2015

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი ოფიციალური ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, 7-11 დეკემბერს, ოფიციალური ვიზიტით, ამერიკის შეერთებულ შტატებს ეწვევა. სამინისტროს დელეგაციის შემადგენლობაში ასევე არიან შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეები და სხვადასხვა დეპარტამენტის ხელმძღვანელები.

ვიზიტის ფარგლებში, გიორგი მღებრიშვილი ქალაქ ვაშინგტონში შეხვედრებს გამართავს აშშ-ს გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორ ჯეიმს ქოუმისთან და აშშ-ს სამართალდამცავი უწყებების ხელმძღვანელ პირებთან.

აღნიშნული შეხვედრების ფარგლებში განხილული იქნება აშშ-სა და საქართველოს სამართალდაცვითი სფეროს აქტუალური საკითხები, როგორიცაა ტრეფიკინგის, ნარკოდანაშაულის და კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა. შეხვედრებზე საქართველოს დელეგაციის წევრები ამერიკელ კოლეგებს შინაგან საქმეთა სამინისტროში ბოლო დროს განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებს, ასევე, სამომავლო განვითარების გეგმებს გააცნობენ.